რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

კარასინი: პირველი ნაბიჯი საქართველომ უნდა გადმოდგას

გრიგორი კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებით, "რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის პირველი ნაბიჯი საქართველომ უნდა გადადგას". როგორც კარასინმა რია ნოვოსტის უთხრა, 2008 წელს სწორედ თბილისმა გაწყვიტა მოსკოვთან კავშირი.

"2008 წლის აგვისტოში დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება რუსეთს არ მიუღია, ალბათ, მათი აღდგენის ფორმალურ მხარეზე ჩვენ არ უნდა ვფიქრობდეთ. მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღდგეს ის კარგი ტრადიციები, რომლებიც რუსეთისა და საქართველოს ხალხებს შორის ყოველთვის არსებობდა", - თქვა კარასინმა.

საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა.

კომენტარები