ნაციონალური მოძრაობა

ჯაფარიძე: დაგვიანების გამო საზღვარზე მართლა შემაფერხეს

"საზღვარზე შეფერხება მართლა მქონდა, იმის გამო, რომ დროში დავაგვიანე. მებაჟეებთან რაღაც საუბარი მქონდა და იმ რეისის გამოტოვება მომიწია, რომლითაც უნდა გამოვფრენილიყავი. ეს იყო და ეს", - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში.

საინფორმაციო სააგენტომ ინტერპრესნიუსმა გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ საპარლამენტო უმცირესბის წევრების ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის შესაძლო დაკავების შესახებ, საზღვარზე ელექტროშოკური აპარატების და დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე. 

აღნიშნულ ინფორმაციაზე ირმა ნადირაშვილმა კომენტარი უკვე გააკეთა.

”მე და ზურა ჯაფარიძე ამ წუთებში ვიმყოფებით ბაქოში, ძალიან მალე მივდივართ აეროპორტში და მოვყვებით 9-საათიან რეისსს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ველოდებით ამ მთავრობისგან და იმაზე უარესის დაბრალებასაც, რაც, როგორც აქ მომწერეს, ყოფილა გავრცელებული ინფორმაცია, თუ უნდათ, დაგვხვდნენ და ეს ელექტროშოკები თვითონ ნახონ”, - აღნიშნავს რუსთავი 2-თან სატელეფონო ჩართისას, ირმა ნადირაშვილი.

კომენტარები