ზურაბიშვილი: 6% არ არის ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი ნამდვილად

დავით ზურაბიშვილი
commersant.ge

ქართული ოცნების წევრი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამში, რომ ნაციონალური მოძრაობის რეალური რეიტინგი 6%-ია, სიტყვა "რეიტინგი" არასწორად არის გამოყენებული. ამის შესახებ მან ტაბულას ეთერში, გადაცემაში ფოკუსი ისაუბრა.

"არასწორად გამოიყენა სიტყვა რეიტინგი. 6% არ არის ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი ნამდვილად, ეს არის მაჟორიტარების პროცენტი. იყო ისეთი რეიტინგები, როცა ნამდვილად იყო ერთნიშნა - 9% ან 8%, 6% არსად არ ყოფილა. არის სხვა რეიტინგები, სადაც ნაციონალურ მოძრაობას 10-15% აქვს. არჩევნებში ნაჩვენები შედეგი ესეც არ არის რეიტინგი, 25% არ აქვს ნაციონალურ მოძრაობას რეიტინგი. ეს არის ის პროცენტი, რომელიც მან აჩვენა ამ არჩევნებში და დიდწილად ეს იმითაა განპირობებული, რომ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი გაცილებით მობილიზებული იყო და გაცილებით მეტი მიიყვანეს მათ თავიანთი ამომრჩეველი საარჩევნო ყუთებთან, ვიდრე ეს მოახერხა ქართულმა ოცნებამ", - თქვა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ნაციონალურ მოძრაობაზე თქვა - "მათ მაჟორიტარი კანდიდატებიდან მხოლოდ 6,1%-ის გაყვანა შეძლეს. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მათი რეალური რეიტინგი არის 6%“.

კომენტარები