სანიკიძე: არჩევნებში ქართულმა ოცნებამ დამაჯერებლად გაიმარჯვა

განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ცალსახად დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა.

სანიკიძის თქმით, არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ პროცესი ყოველგვარი წნეხისა და იმ მანკიერი პრაქტიკის გარეშე წარიმართა, რასაც წინა ხელისუფლების პირობებში ყოველ არჩევნებზე ხდებოდა. მინისტრის განმარტებით, არჩევნების სამათლიანობა საერთაშორისო დამკვირვებლებმაც დაადასტურეს და არჩევნები თვითმმართველობების გაძლიერებისკენ გადადგმულ ისტორიულ ნაბიჯად შეაფასეს.

თამარ სანიკიძის თქმით, თავისუფალი არჩევნების ჩატარება მთელი ქვეყნის გამარჯვება და ცალსახა სიგნალია, რომ საქართველო ევროპულ სახელმწიფოდ ფორმირების გზას კიდევ უფრო მყარად ადგას.

"რაც შეეხება შედეგებს, თვითმმართველობის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ დამაჯერებლად გაიმარჯვა. ყველგან, ქალაქებში, რაიონებში, თუ სოფლებში კოალიცია ქართულ ოცნებას ამომრჩეველმა მხარი უპირობოდ დაუჭირა. ეს მხარდაჭერა მეორე ტურში კიდევ ერთხელ დადასტურდება. ამისათვის მოსახლეობის აქტიურობაა საჭირო, რათა არავის მიეცეს საშუალება უკან დაგვაბრუნოს", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

კომენტარები