საქართველო-სომხეთის ურთიერთობა

საქართველოს პრეზიდენტი სომეხ კოლეგას შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

დღეს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. მხარეები ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობითაც შეხვდნენ. ორი ქვეყნის ლიდერებმა საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო ეკონომიკურ და ინფრასტრუქტულ პროექტებს. მათ აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყნისთვის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოსთან გაფორმდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასევე, უახლოეს მომავალში სომხეთი შეუერთდება ევრაზიის საბაჟო კავშირს. მისი თქმით, ეს არ იქნება ორი ქვეყნის თანამშრომლობის ხელისშემშლელი ფაქტორი, პირიქით, საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ტვირთბრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება. 

გიორგი მარგველაშვილმა და სერჟ სარგსიანმა ყურადღება ტურიზმისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივაზეც გაამახვილეს. როგორც სერჟ სარგსიანმა აღნიშნა, ორი ქვეყნის ლიდერების რეგულარული შეხვედრები დადებითად აისახება ორი ერის ურიერთობაზეც. 

კომენტარები