საოკუპაციო ხაზი

ომბუდსმენი: 31 მაისის ჩათვლით, საოკუპაციო ხაზთან 187 ადამიანი იყო დაკავებული

სახალხო დამცველი ადმინისტრაციულ საზღვარზე დაკავებებისა და პატიმართა მდგომარეობის შესახებ ნარკვევს აქვეყნებს

საქართველოს სახალხო დამცველი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზთან მუდმივი დაკავებებისა და დაპატიმრებული პირების შესახებ სპეციალურ ნარკვევს აქვეყნებს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2014 წლის 31 მაისის მდგომარეობით ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე საქართველოს მოქალაქე 70 პირი იყო დაკავებული, აფხაზეთის გამყოფ ხაზზე კი 107. ცხინვალის ციხეში 3 ქართველი პატიმარი რჩება, საქართველოს ციხეში გამყოფი ხაზის ორივე მხარის მცხოვრები 11 პატიმარი იხდის სასჯელს.

უჩა ნანუაშვილი პატიმრების საკითხის გადაჭრის პარალელურად, მხარეებს გამყოფ ხაზთან დაკავებების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციებით მიმართავს.

კომენტარები