ნარმანია: 46.13%, მელია: 27.91% - ცესკომ თბილისის შედეგების დათვლა დაასრულა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისში მერის არჩევნების შედეგების დათვლა დაასრულა. ცესკო-ს მონაცემებით, თბილისის საარჩევნო უბნების შედეგები 100%-ით არის დათვლილი. დედაქალაქში სულ 729 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

მმართველი ძალის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 46.13% მიიღო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კი, 27.91%. სწორედ ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში.

თბილისში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 37.3%-მა მიიღო.

ამასთან, თბილისის 25 მაჟორიტარული ოლქიდან, საკრებულოში 24 მანდატი ქართული ოცნების კანდიდატებმა მიიღეს, ხოლო ერთი - დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა.

კომენტარები