დღეს, 16 ივნისს, ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ყუთში ბიულეტენებს ყრიან.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ქართულმა ოცნებამ ბრიფინგი გამართა, სადაც ითქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ კადრებში ფიგურირებს მარნეულის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ჯაბრაილ იუსუბოვის ცოლისძმა ნაზიმ ალიევი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე იუსუბოვის ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ 2012 წლის დეკემბრიდან ის არის მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ფრაქცია ქართული ოცნებიდან, როცა კოალიციის მტკიცებით, ის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატია.
აღნიშნული ფაქტი საინფორმაციო სააგენტო FrontNews-მა აღმოაჩინა.
შეგახსენებთ, რომ მარნეულში აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.





