"მომდევნო არჩევნებზე ქართულ ოცნებას გარანტირებული აქვს წაგება, ნაციონალური მოძრაობისთვის კი, მომდევნო არჩევნებზე გამარჯვების დღე დადგება"б - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 26 მაისის საქმის განხილვისას. მან საზოგადოებას დემოკრატიის გამარჯვება მიულოცა.
"წელიწადსა და 7 თვეში ოცნებამ დაკარგა ნდობა. მინდა, გავიხსენო ნაციონალური მოძრაობის წარსული. 2004 წლის არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო 67%, 2008 წელს 59%. გიგი უგულავამ 2006 წლის არჩევნებში 69% მიიღო, 2010 წელს კი - 54%. ხელისუფლებაში ყოფნის 6 წლის თავზე, უგულავამ იმაზე მეტი ხმა აიღო, ვიდრე - ახლანდელ არჩევნებზე ნარმანიამ. მომდევნო არჩევნებზე ოცნებას გარანტირებული აქვს წაგება. ნაციონალური მოძრაობისთვის კი, მომავალ არჩევნებზე გამარჯვების დღე დადგება", - განაცხადა მერაბიშვილმა 26 მაისის საქმეზე დაცვის მხარის საჩივრის განხილვისას.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თბილისსა და თვითმმართველი ქალაქების უმრავლესობაში მერობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ასევე, ბოლო მონაცემებით, მეორე ტური გახდება საჭირო 15 თვითმმართველ თემში.





