ცენტრალური საარჩევნო კომისიის 16:00-ის მონაცემებით, ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატს დავით ნარმანიას მხარი ამომრჩეველთა 46.12%-მა დაუჭირა (146 663 ამომრჩეველი), ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ხმათა 27.89% (88 682 ამომრჩეველი) დააგროვა.
ამ დროისთვის, 729 საარჩევნო უბნიდან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 700 უბნის ბიულეტენები დათვალა, რაც ხმათა საერთო რაოდენობის 95.39%-ია.
ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტური სავარაუდოდ ივლისის ბოლოს გაიმართება. თბილისის გარდა, მეორე ტური სავარაუდოდ, უმეტეს თვითმმართველ ქალაქში, ასევე, 15 თვითმმართველ თემში ჩატარდება.





