წინასწარი მონაცემებით, მარნეულში, ხმების 52,48 % მერაბ თოფჩიშვილმა მიიღო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მარნეულის გამგებლის არჩევნებში ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა კოალიცია ქართული ოცნების რეგისტრაციიდან მოხსნილმა კანდიდატმა – მერაბ თოფჩიშვილმა მიიღო. 

ცესკოს ბოლო ინფორმაციით, თოფჩიშვილს მხარი ამომრჩეველთა 52,48 %-მა დაუჭირა. მეორე ადგილზე (31,75 %) გადის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი.

მარნეულის ოლქში 86 საარჩევნო უბნიდან, 79 უბნის ბიულეტენებია დათვლილი. 

კომენტარები