გავრცელებული ინფორმაციით იმედში ხელმძღვანელობა დაითხოვეს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია იმედში საკადრო ცვლილებებია ტოპმენეჯმენტში.

გაათავისუფლეს ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორის მოადგილეები, რევაზ საყევარაშვილი და გიორგი ბახტაძე, და საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ბაია ცანავა. 

საუბარია შემცვლელზეც. კერძოდ, ჟურნალისტ ნათია აბრამიაზე, რომელიც ამჟამად BBC-ს პროდუსერად მუშაობს. 

ზუსტი მიზეზები ამ ეტაპზე არ სახელდება. 

კომენტარები