მარგველაშვილი: საზოგადოებამ კიდევ ერთ გამოწვევას ღირსეულად უპასუხა

დღეს საზოგადოებამ ხმამაღლა განაცხადა, განუხრელად ვიაროთ დემოკრატიისა და პროგრესის გზით - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მარგველაშვილი თვითმართველობის არჩევნების დასრულებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დღეს ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთ გამოწვევას ღირსეულად უპასუხა.

”2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მშვიდობიანად და დემოკრატიულად, მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ჩატარებით ჩვენ უმნიშვნელოვანესი საარჩევნო ციკლი დავასრულეთ და შეუქცევად ტრადიციად ვაქციეთ დემოკრატიული პროცესი. ამ არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა. და უმთავრესი გამარჯვება, რომელიც დღეს მოვიპოვეთ, არის ის, რომ მკაფიოდ ვაჩვენეთ ჩვენი საზოგადოების მაღალი შეგნება, წინსვლა დემოკრატიული კულტურის განვითარების მიმართულებით” - განაცხადა პრეზიდენტმა. 

კომენტარები