გურჯაანში ოქმში წინასწარ შეავსეს კომისიის თავმჯდომარის და მდივნის მონაცემები

გურჯაანის მე–3 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში ჩანაწერები წინასწარ შეიტანეს
ick.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გურჯაანის N3 საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში წინასწარ შეავსეს კომისიის თავმჯდომარის და მდივნის მონაცემები.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, შემაჯამებელი ოქმი ივსება ხმების დათვლის შემდეგ.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნატალია ბეგაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე არც საოლქო და არც საუბნო კომისიისთვის საჩივრით არცერთ დამკვირვებელს ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს არ მიუმართავს.

საჩივრის წარდგენის შემთხვევაში საოლქო კომისია საკითხს განიხილავს და სავარაუდოდ, კომისიის მდივანს დისციპლინურ პასუხისმგებლობას დააკისრებს.

 

კომენტარები