ცესკოს ინფორმაციით, ახალქალაქში, მე-4 უბანზე, უბნის გახსნამდე გულის შეტევით გარდაიცვალა საუბნო კომისიის წევრი ლევონ საპონჯიანი.
ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემის პროცედურა ქვეყნის მასშტაბით 08:00-ზე დაიწყო.





