ენმ: სოფელ ფერმში კომისიის წევრი ამომრჩეველს ახაზინებს 41-ს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით 26-ე საარჩევნო უბანზე, სოფელ ფერმში, კომისიის წევრი ამომრჩეველს კაბინაში მიყვება და 41-ს ახაზინებს. 

პარტიის ინფორმაციით, ფაქტი დაფიქსირებულია ტელეკმპანია ქართლის მიერ. 

ენმ 25-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევის შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას. კასპის სოფელ თეზში, სამის ნაცვლად არის ორი ბიულეტენი, აკლია გამგებლის ბიულეტენი - იტყობინება ენმ. 

კომენტარები