საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაკის მე-11-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ მან ხმა საქართველოს მომავალს, წინსვლას, განვითარებასა და სტაბილურობას მისცა.
"მე ხმა მივეცი ჩვენი შვილების ბედნიერ მომავალს. ჩვენ გვაქვს მტკიცე ნება, რომ ეს არჩევნები, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის, ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში. ჩვენ ამისათვის ყველა წინასწარი პირობა დაცული გვქონდა და დღესაც მაქსიმალურად მობილიზებული ვართ, რომ დღევანდელი არჩევნები, ეს დღე ძალიან წარმატებული იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში...
ასევე მინდა მივმართო სამართალდამცავებს, მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად აღკვეთონ ნებისმიერი პროვოკაცია, ნებისმიერი მცდელობა რაიმე დარბევის ან ჩაშლის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.





