დარწმუნებული ვარ თბილისელები პრაგმატულ არჩევანს გააკეთებენ - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მთაწმინდის N 6 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
ნიკა მელიას თქმით თბილისი უნდა განთავისუფლდეს დაბოღმილი პოლიტიკისგან.
"ხმა მივეცი არა დაუმთავრებელ ურთიერთდაპირისპირებას და კინკლაობას, არამედ, პირიქით, ხმა მივეცი დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის თანხმობის ჩამოყალიბებას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მგზავრობის გაიაფებას, კომუნალური ხარჯების შემცირებას. დროა თბილისი და თბილისელები გათავისუფლდეს დაბოღმილი პოლიტიკისაგან. დარწმუნებული ვარ, თბილისელები გააკეთებენ ასეთ ზუსტ, ასეთ პრაგმატულ არჩევანს, ვინაიდან, ბრმად ავტორიტეტზე გაყოლა არის ის, რამაც კარგი ვერ მოგვიტანა. ამის ნათელი მაგალითი ერთი წლის თავზე ჩვენ უკვე გვაქვს" - განაცხადა ნიკა მელიამ.





