ენმ-ის ინფორმაციით, საარჩევნო სიიდან 45,000 ადამიანია ამოღებული

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, საარჩევნო სიის 1 მაისისა და 9 ივნისის ვერსიებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, სიიდან ამოღებულია 45,000 ადამიანი. პარტიის წარმომადგენელმა აღნიშნულ საკითხზე ცესკო-ს რეაგირება მოსთხოვა.  

11:00-ზე გამართულ ბრიფინგზე ჭიაბერაშვილმა სხვა დარღვევების შესახებაც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ზუგდიდის რაონის 32-ე უბანზე არჩევნები ჩაიშალა. პარტიის განცხადებით, უბანზე გარდაცვლილ აბულაძის ოჯახის წევრები შეიჭრნენ. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ჭიაბერაშვილის განცხადებით, წალკის 34-ე უბანზე ქართული ოცნების კანდიდატი აგიტაციას ეწეოდა. 

პარტიის ცნობით, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბიძამ, რამაზ ყორანაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ალექსანდრე ჯალაბაძეს შეუთვალა, რომ ის დიცსა (38-ე უბანი) და არბოში (39-ე უბანზე) ბიულეტენების ჩაყრას აპირებს და ოპოზიციურმა პარტიამ ამაში ხელი არ შეუშალოს. 

პარტიისვე განცხადებით, ბოლნისის 48-ე უბანზე ენმ-ის წარმომადგენელს მაჟორიტარობის კანდიდატის ძმამ, აბას აბასოვმა სამკერდე ნიშანი ჩამოგლიჯა, რის გამოც პარტიის წარმოდგენელს საარჩევნო უბანზე აღარ უშვებდნენ. 

კომენტარები