საპარლამენტო უმცირესობის ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მიშა შამოევს, მარი შამათავას და კიდევ ერთ აქტივისტს ზემო ფონიჭალაში ქართული ოცნების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატები ნუგზარ წიკლაური და გოგა ხაჩიძე facebook-ში ენმ-ის ნაცემი აქტივისტების ფოტოებს ავრცელებენ. მათივე ცნობით, მარი შამათავას ფეხი აქვს მოტეხილი.
ამასთან, გოგა ხაჩიძის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების ცემაში მონაწილეობდნენ ქართული ოცნების აქტივისტები, წარსულში ნასამართლევი ონისე ონიანი და ბექა მეზვრიშვილი".





