პრემიები

შსს-ს განმარტებით, მინისტრის მოადგილეს მაისში 20 000 ლარი სამკურნალოდ ჩაერიცხა

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ზედელაშვილმა მაისის თვეში ხელფასის გარდა, 25 000 ლარი პრემია აიღო. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მათ ინფორმაცია სამინისტროდან მიაწოდეს, თუმცა ოფიციალური დოკუმენტაციის მიღებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

ნაციონალური მოძრაობის განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპასუხა. სპეციალურ განცხადებაში განმარტებულია, რომ გიორგი ზედელაშვილს პრემია არ აუღია, მას ერთჯერადად 20 000 ლარი მკურნალობისთვის ჩაერიცხა. უწყების განცხადებით, მინისტრის მოადგილეს საზღვარგარეთ დამატებითი გადაუდებელი კვლევა დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, დასჭირდა.

კომენტარები