ინვესტიციები

საქართველო ევროკავშირისგან 105 მილიონიან დახმარების პაკეტს მიიღებს

ბაროზო, ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი საქართველო-ევროკავშირის საინვესტიციო კონფერენციაზე
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო

დღეს, 13 ივნისს, სასტუმრო რედისონ ბლუმ საქართველო-ევროკავშირის საინვესტიციო კონფერენციას უმასპინძლა. 

ბიზნესფორუმს დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და ევროპის რეკონსტრუქციისა და საინვესტიციო ბანკის ვიცე პროზიდენტი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, ანდრას სიმორი. 

ეკონომიკის სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნდა კვირიკაშვილის კომენტარი, რომელიც მან სიმორთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

მინისტრის თქმით, ევრობანკი სპეციალურ ფინანსურ ინსტრუმენტს შექმნის, რომელიც ქართულ კომპანიებს დაეხმარება უფრო ადვილად დაიწყონ ევროსტანდარტების პროდუქციის გამოშვება.სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული სტანდარტების მიღწევისთვის სპეციალური დახმარება 51 მილიონი ევროს ოდენობით გამოიყოფა - ამბობს კვირიკაშვილი. 

გარდა ამისა, მაკროეკონომიკური სტიმულირებისათვის გათვალისწინებულია 46 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება. 

ხელი ეწერება შეთანხმებას წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისთვის 8 მილიონი ევროს ფარგლებში. ეს იქნება სპეციალური დახმარება ევროკავშირისგან და ვფიქრობ, ასეთი ტიპის სპეციალური დახმარება მომავალშიც ბევრი იქნება გათვალისწინებული. გარდა ამისა, მაკროეკონომიკური სტიმულირებისთვის გათვალისწინებულია 46 მილიონი ევრო და სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული სტანდარტების მიღწევისთვის სპეციალური დახმარება 51 მილიონი ევროს ოდენობით. ასე, რომ პაკეტი საკმაოდ სერიოზულია - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ანდრას სიმორთან შეხვედრის შემდეგ. 

კომენტარები