ბრაზილია 2014

საოცნებო ნაკრები - Goldman Sachs-ის კლიენტების რჩეული ფეხბურთელები

საოცნებო საფეხბურთო გუნდი
Goldman Sachs

საინვესტიციო ბანკინგის გიგანტი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სპეციალურად მოემზადა და კლიენტებს შორის გამოკითხვა ჩაატარა საოცნებო საფეხბურთო გუნდის შესაკრებად.  

გარდა საოცნებო საფეხბურთო გუნდისა, ბანკის 70-გვერდიან ანგარიშში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების პროფილი და მათი გამარჯვების ალბათობებიც არის განხილული. 

გარდა ბანკირთა და სარედაქციო გუნდისა, ანგარიშის გამოშვებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კონტრიბუტორები საფეხბურთო სამყაროდან. მათ შორის გერმანული ფეხბურთის ლეგენდა, ფრანც ბეკენბაუერი. 

1 700 გამოკითხულმა საოცნებო გუნდი ასე დააკომპლექტა: 

მეკარე

ნოიერი (გერმანია) 

დაცვა

სერხიო რამოსი (ესპანეთი) 

ტიაგო სილვა (ბრაზილია) 

ფილიპ ლამი (გერმანია) 

დანი ალვესი (ბრაზილია) 

ნახევარდაცვა

ედენ აზარი (ბელგია) 

ანდრეს ინიესტა (ესპანეთი) 

ფრანკ რიბერი (საფრანგეთი) 

თავდასხმა 

ნეიმარი (ბრაზილია) 

ლაიონელ მესი (არაგენტინა) 

კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) 

კომენტარები