ნიკა მელია დღეს სანზონის რაიონის ამომრჩევლებს შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია დღეს სანზონის რაიონის ამომრჩევლებს შეხვდა და ამავე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან მამუკა გუგეშაშვილთან ერთად წინასაარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა.

პრესსამსახურის ცნობით, მერობის კანდიდატი მოსახლეობას ასევე ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ პრობლემებზე ესაუბრა და ამ მიმართულებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე გაამახვილა ყურადღება.

ნიკა მელიამ ამომრჩევლებს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების გაიაფების გეგმაც გააცნო, რომელიც მისი მერად არჩევის შემთხვევაში ამოქმედდება.

კომენტარები