რუსთავში ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატის შტაბის შენობის ვიტრაჟი ჩაამტვრიეს

რუსთავში, N6 მაჟორიტარულ ოლქში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის დავით სულაძის საარჩევნო შტაბის შენობის ვიტრაჟი ჩაამტვრიეს. შემთხვევის ადგილზე დილიდან მუშაობს საპატრულო პოლიცია და კრიმინალური სამსახური.

"როგორც კი ფაქტის შესახებ გამაგებინეს, მაშინვე მოვედი. გამოვიძახე საპატრულო პოლიცია, შემდეგ კრიმინალური პოლიცია მოვიდა და მიმდინარეობს გამოძიება. ჩემი მომხრე ამას არ გამიკეთებდა, არც ისეა, რომ ვინმე გამვლელს შემთხევით გაეკეთებინა, აშკარად განზრახ არის გაკეთებული“, - განაცხადა დავით სულაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მერობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი კი, მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

"ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ რუსთავში აგებს არჩევნებს და ბოლო პერიოდში სხვა არაფერი არ გაუკეთებია, გარდა ჩვენი შეხვედრების ჩაშლისა, ახლა ოფისი დაარბიეს, 30 კაცს უარი ათქმევინეს არჩევნებში მონაწილეობაზე და ამას ეძახიან გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოს?!“ - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

კომენტარები