საბანკო სექტორი

TBC ბანკის აქციების პირველად შეთავაზებას ლონდონის ბირჟაზე პრემიერიც დაესწრო

ფანჯიკიძე, ღარიბაშვილი, ბუცხრიკიძე, ხაზარაძე და ღარიბაშვილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
facebook.com/tbcbank

დღეს, 11 მაისს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC ბანკის აქციების პირველადი შეთავაზება განხორციელდა. 

ბანკის გლობალური სადეპოზიტო ხელწერილების პირველადი ფასი 13 ამერიკული დოლარი იქნება. 

ლონდონის საფონდო ბირჟაზე IPOს ოფიციალურ განხორციელებას საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძეც დაესწრნენ. 

პრემიერი ვიზიტის ფარგლებში ლონდონის საფონდო ბირჟის პრეზიდენტს, ზავიე როლეტსაც, შეხვდა

TBC ბანკს წარმატება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემაც, მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ქართული საბანკო სექტორისთვის დიდი წინსვლაა.

TBC ბანკის ამ ნაბიჯით ახლა ქართული საბანკო სექტორის 50% ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, რაც ინვესტორთათვის მასტიმულირებელი სიგნალია - თქვა ქადაგიძემ საქართველოს კომერციული ბანკების რეიტინგების წარდგენის ცერემონიალზე

ინფორმაციისთვის, TBC ბანკი ლონდონის ბირჟაზე 18.3 მილიონ აქციაზე მეტით გადის, აქედან ნაწილი უკვე არსებული აქციონერების ხელშია. ბანკს მოლოდინი აქვს, რომ ბაზარზე გასვლის შემდეგ ბანკის კაპიტალიზაცია 640 მილიონ ამერიკულ დოლარამდე იქნება. 

კომენტარები