ISAF-ის მისია

მარგველაშვილი ამერიკელი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკელი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში, ISAF-ის მისიაში მონაწილე ხუთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო. მათ მიერ მსოფლიოს უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილი არასდროს იქნება დავიწყებული", - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მოქალაქეთა და პირადად მისი სახელით თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს, ამერიკელ ხალხსა და სახელმწიფოს.

კომენტარები