მედიაზე ზეწოლა

ბათუმელმა ჟურნალისტებმა ჯაბა ანანიძის მხარდასაჭერი აქცია გამართეს

ტვ 25-ის ჟურნალისტმა მუქარისა და შანტაჟის ბრალდებით პროკურატურაში აჭარის უმაღლეს საბჭოს დეპუტატის წინააღმდეგ განცხადება შეიტანა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მედეა ვასაძე ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მას კანონი არ დაურღვევია. ტვ25-ის ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველი.

სპეციალურ განცხადებაში, უწყება აჭარის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, შეისწავლონ მედეა ვასაძის ქმედების კანონიერება და მისცენ შესაბამისი შეფასება. სახალხო დამცველს უკვე მიმართა თავად ტვ25-ის ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემაც. მედიის განვითარების ფონდი ტვ25-ის ჟურნალისტის, ჯაბა ანანიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს ზეწოლად აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ქართული ოცნების დეპუტატის მედეა ვასაძის საქციელის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

კომენტარები