"ბაღი არის ადგილი, სადაც ბავშვი უნდა მომზადდეს ცხოვრების შემდგომი საფეხურისთვის"- ამის შესახებ კოალიცია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა ბაგა-ბაღების დირექტორებთან და აღმზრდელებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრესსამსახურის ცნობით, დავით ნარმანიამ შეხვედრაზე წინასაარჩევნო პროგრამის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც სკოლამდელი განათლების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს, თითოეული ბავშვის სკოლისათვის მომზადებას და მათთვის ხარისხიანი სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფას ეხება.
ნარმანიას თქმით, მისი მერად არჩევის შემთხვევაში აშენდება საბავშვო ბაღები, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა. ბაგა-ბაღების აღმზრდელები მიიღებენ პედაგოგის სტატუსს და გაუმჯობესდება მათი შრომითი ანაზღაურება.





