მედიაზე ზეწოლა

საია: ვასაძის დამოკიდებულება ანანიძისადმი მედიის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეზე ზეწოლის ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ ჯაბა ანანიძესა და მედეა ვასაძეს შორის სატელეფონო საუბარი წარმოადგენს ზეწოლას ჟურნალისტზე. 

საიას განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარი წარმოადგენს მედიის თავისუფლებაში უხეშ ჩარევას და შეუთავსებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უმნიშვნელოვანეს ღირებულებებთან და რომ ვასაძის დამოკიდებულება ჟურნალისტის საქმიანობისადმი ახდენს მთლიანად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაციას. 

კომენტარები