შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბათუმში ენმ-ს ლიდერებზე დავდასხმის თაობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლია კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი მიაყენა, თუმცა არ მოჰყოლია 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯანმრთელობის განძრახ მსუბუქი დაზიანება. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებო შრომას. 

ბათუმში, ენმ-ს ლიდერებს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები თავს დაესხნენ. გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და გიორგი ბარამიძე ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ, როცა შეხვედრისას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინტერპრესნიუსის ცნობით, დაპირისპირება შეხვედრაზე პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ჯემალ დუაძის და "სახალხო კრების" წევრის დავით ლორიას მისვლის შემდეგ დაიწყო. სააგენტოს ცნობით, თავდამსხმელები ამბობდნენ, რომ ნაციონალურ მოძრაობას წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების მორალური უფლება არ აქვს. დაპირისპირება 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ამოწურვის შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა.

კომენტარები