სტიქიური უბედურება

დარიალის ხეობაში გაწმენდითი სამუშაოები განახლდა

დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოები განახლდა. დევდორაკის ხეობაში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და გრძელდება გაწყმენდითი სამუშაოები. სამუშაოების ჩატარებას ესწრება, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი და გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი. 

მყინვარწვერის, დევდორაკის და ამალის ხეობებს სპეციალისტები აკვირდებოდნენ და ხორციელდებოდა მყინვარწვერის მასივის სეისმოლოგიური დაკვირვება, რის შემდეგაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამუშაოების განახლების შესახებ. 

 

 

კომენტარები