დავით ნარმანია ნუცუბიძის პლატოს მოსახლეობას შეხვდა

facebook.com/narmania.david

კოალიცია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ნუცუბიძის პლატოს მოსახლეობას შეხვდა.

ნარმანიამ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ბაბუნაშვილი წარუდგინა და მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

თბილისის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და არსებული პრობლემები მოისმინა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ნარმანია მოსახლეობას თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

კომენტარები