ვითარება უკრაინაში

პუტინმა და კამერონმა შეხვედრის დაწყებისას ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი ერთმანეთს საფრანგეთში შეხვდნენ. მათი შეხვედრა ტრადიციული ხელის ჩამორთმევის გარეშე დაიწყო.

პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ლიდერებმა ერთმანეთს ხელი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ტელეკამერების გარეშე ჩამოართვეს.

პესკოვის თქმით, მხარეებმა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასა და რუსეთ-ბრიტანეთის დიალოგის გაცოცხლებაზე ისაუბრეს.

რუსეთის ლიდერი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას აპირებს და კამერონთან დიალოგი ამ პროცესის დასაწყისია.

მოგვიანებით ვლადიმირ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს შეხვდა და უახლოეს დღეებში ანგელა მერკელთან მოლაპარაკებების გამართვასაც აპირებს.

”უკრაინაში არჩევნები შედგა. ნორმანდიაში ჩვენ ვაპირებთ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას და მისთვის მინიშნებას, რომ აუცილებელია უკრაინაში სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ მომავალში კვლავ განვიხილავთ მესამე ეტაპის სანქციებს (სავაჭრო-ეკონომიკური შეზღუდვები კონკრეტული ეკონომიკური სექტორების წინააღმდეგ)”, - განაცხადა მერკელმა. 

კომენტარები