G7-ის მიმართვა რუსეთს

G7 რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყოს

euronews

დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, დაიწყოს უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები კიევში, რათა დასრულდეს კრიზისი აღმოსავლეთ რეგიონებში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი მიიჩნევენ, რომ რუსეთმა უნდა აღიაროს ახალარჩეული პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.

"დღევანდელი სიტუაცია მიუღებელია და უნდა შეიცვალოს. რუსეთმა სათანადოდ უნდა აღიაროს და ითანამშრომლოს ახალ პრეზიდენტთან. აუცილებელია უკრაინაში შექმნილი ვითარების დეესკალაცია და შეიარაღებული ადამიანების მიერ საზღვრის გადაკვეთის შეჩერება. აუცილებელია მოქმედება ამ საკითხების შესასრულებლად", - თქვა დევიდ კამერონმა.

დიდი შვიდეულის ლიდერებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინის ახალარჩეულ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს.

კომენტარები