ზაორალეკი: ქართული მედია ოპოზიციისთვის ღიაა, რაც კარგი გზავნილია

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ოპოზიცია და მედია საქართველოში სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს ქმნიან. ლუბომირ ზაორალეკმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა.

"საქართველოში NATO-სა და ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებაში, არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიდი განსხვავებაა. მოხარული ვარ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებთან საუბრის შესაძლებლობა მაქვს. პოლიტიკურ ცხოვრებაში ოპოზიციას მნიშვნელოვანი როლი აქვს. ასევე აღვნიშნავ, რომ მედია ოპოზიციისთვის ღიაა, რაც კარგი გზავნილია. თქვენ საქართველოში სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს ქმნით. პოზიტიური შეხვედრა იყო" - განაცხადა ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები