კრიზისი უკრაინაში

UNICEF: 9 მაისიდან დღემდე, აღმოსავლეთ უკრაინაში შვიდი ბავშვი დაშავდა

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე ბრძოლების შედეგად, 9 მაისიდან დღემდე, შვიდი ბავშვი დაშავდა. UNICEF-ის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ყველაზე უფროსი 15 წლის მოზარდია, რომელიც ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია, ყველაზე პატარა კი, 4 წლის ბავშვი - რომელიც ქუჩაში ბებიასთან სეირნობისას დაიჭრა.

"UNICEF ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ უკრაინაში ბოლოდროინდელი ძალადობის ესკალაცია ბავშვებზე აისახება. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, ძალადობის დაუყოვნებელი შეწყვეტისა და ბავშვთა დაცვისკენ", - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები