საქართველო-NATO

ალასანია: NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით დიდი მნიშვნელობა აქვს NATO-ს  საპარლამენტო ასამბლეის გადაწტვეტილებას, მიუხედავად იმისა რომ არ არის მავალდებულებელი წევრი ქვეყნებისთვის. 

"საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, არ არის მავალდებულებელი, მაგრამ ეს ევროპის ქვეყნების განწყობას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში, ევროატლანტიკურ სივრცეში. იმედი მაქვს, რომ პროცესები წავა სწორედ აქეთკენ. ეს არის დემონსტრირება ევროპული და ევროატლანტიკური ქვეყნების წარმომადგენლებისა, რომ ასე სურთ დაინახონ საქართველოს რეინტეგრაცია ევროპულ სივრცეში. ჩვენ ეს გსურს, რა დაგვიდგება წინ? - ასე რომ,  პროცესები წავა სწორი მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

მისივე განცხადებით, ის ბრიუსელში დაგეგმილ მინისტერიალზე საქართველოს სანხედრო შესაძლებლობების გაძლიერების საკითხს დააყენებს. 

"ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე კონკრეტულად საქართველოსთვის. ამ კუთხით კონსულტაციები დიდი ხანია დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, ლოგიკური მიმართულებით გაგრძელდება", - განაცხადა მან 

30 მაისს, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭი უყარა NATO-ს გაფართოების დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც ასამბლეა მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი და ამ გზაზე, უელსის სამიტზე მიენიჭოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP).  დეკლარაციას ასამბლეის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ასამლეამ განაცხადა, რომ NATO-ს გადართოება არ წარმოადგენს საფრთხეს სხვა ქვეყნებისთვის და პირიქით ხელს უწყოფს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას. 

ასამბლეამ მოუწოდა NATO-ს წევრ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ დაადასტურონ ღია კარის პოლიტიკის და წევრობის მისწრაფებების მქონე ქვეყნების ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდაჭერა. 

 

კომენტარები