ინვესტიციები

სარფიანად ინვესტირების ინდექსში საქართველო 112 ქვეყანას შორის 32-ე ადგილზეა

Baseline Profitability Index - მსოფლიო
დანიელ ალტმანი / Foreign Policy

საინფორმაციო-ანალიტიკურმა პორტალმა Foreign Policy 2014 წლის სარფიანად ინვესტირების ინდექსი (Baseline Profitability Index - BPI) გამოაქვეყნა

ინდექსი ზედიზედ უკვე მეორე წელია ქვეყნდება და გათვლილია იმ ინვესტორებისა და დაინტერესებული მხარეებისათვის, ვინც საზღვარგარეთ ახორციელებს ინვესტიციებს ან მომავალში ფიქრობს ამ მიმართულებით მუშაობას. 

ინდექსის ფორმირებისას ავტორი ახდენს რვა სხვადასხვა ფაქტორის შეწონვას და ამის შემდეგ ადგენს სხვადასხვა ქვეყნების მომგებიანობის რანგს და დაბეგვრამდელ ამონაგებს ინვესტიციაზე. 

ინდექსის შემადგენელი ფაქტორების სია ასე გამოიყურება: 

  • ეკონომიკური ზრდა
  • ფინანსური სტაბილურობა
  • ფიზიკური დაცულობა
  • კორუფციის დონე
  • მთავრობის ჩარევის დონე ბიზნესსაქმიანობაში 
  • ადგილობრივი პარტნიორები
  • კაპიტალის კონტროლი
  • სავალუტო კურსი

2014 წლის ინდექსში საქართველომ 112 ქვეყნიდან 32-ე ადგილი დაიკავა, 1.04 ქულით. პირველ ადგილზე ბოცვანაა 1.31 ქულით, ბოლო ადგილს კი ვენესუელა იკავებს 0.63 ქულით. 

2013 წლის ინდექსში საქართველო 102 ქვეყნიდან 58-ე ადგილზე იყო, 0.98 ქულით, თუმცა ავტორი აღნიშნავს, რომ მეთოდოლოგიაში ცვლილებები შევიდა ერთი წლის განამვლობაში, რამაც განაპირობა ბოცვანას მეორე ადგილიდან პირველზე გადანაცვლება. გამოთვლებში დაემატა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი. 

2014 წელს რუსეთმა 112-დან, 108-ე ადგილი დაიკავა 0.82 ქულით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა - 29-ე 1.05 ქულით, ჩინეთმა კი 60-ე ადგილი 0.98 ქულით.

საქართველომ მეზობელ ქვეყნებსაც გაუსწრო რანგით. თურქეთმა 79-ე ადგილი დაიკავა 0.95 ქულით, აზერბაიჯანმა კი 103-ე ადგილი 0.89 ქულით. 

კომენტარები