პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიაში ვიზიტის შედეგები შეაჯამა. მისი განცხადებით, მთავრობის წევრებთან ერთად, გერმანიას 2 ივნისს ისევ ეწვევა.
"სამი ქვეყნის პრემიერმინისტრი შევხვდით ქალბატონ მერკელს. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან დიდხანს, საინტერესო საკითხები განვიხილეთ. 2 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ისევ ვბრუნდები გერმანიაში და მექნება შეხვედრა გაფართოებული ფორმატით, ჩამოვდივარ მთავრობის წევრებთან ერთად, ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერი იქნება ჩემთან ერთად. ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება, რომ გერმანიას აქვს სურვილი, გააღრმაოს ურთიერთობები ჩვენს ქვეყანასთან. ჩვენ ძალიან ვგრძნობთ ამ მხარდაჭერას, რომელიც მომდინარეობს გერმანიის და კერძოდ, ქალბატონი მერკელისგან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბიზნესფორუმის გამართვა.
"გერმანულ მხარეს შესაძლებლობა მიეცემა, დეტალურად გაეცნოს ინფორმაციას საქართველოს საინვესტიცო პოტენციალის შესახებ", - თქვა პრემიერმა.





