საჯარო სამსახურები

TI: საჯარო მოხელეთა კონკურსებში ძირითადად მოვალეობის შემსრულებლებმა გაიმარჯვეს

ცენტრალური ხელისუფლების საჯარო თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსთა დიდ უმრავლესობაში დროებით მოვალეობის შემსრულებლებმა გაიმარჯვეს. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ახალ კვლევაში, რომლითაც TI-მ საჯარო უწყებებში საჯარო მოხელეთა თანამდებობზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები შეაფასა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2013 წლის 1 მარტიდან 2014 წლის 1 იანვრამდე 24 უწყებაში კონკურსის წესით 1779 თანამშრომელი დაინიშნა. აქედან 187 მოსამსახურე დაინიშნა პოზიციაზე, რომელიც კონკურსის ჩატარებამდე ვაკანტური იყო, ხოლო დანარჩენ 1592 კონკურსით შესავსებ პოზიციას დროებით მოვალეობის შემსრულებლები იკავებდნენ.

ამ 1 592 მოვალეობის შემსრულებლიდან 1 376-მა ამავე პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, ანუ დროებით მოვალეობის შემსრულებელთა 86.5%-მა კონკურსის შედეგად თანამდებობა შეინარჩუნა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ კონკრეტული მონაცემების გარდა, რეკომენდაციებიც გამოაქვეყნა.

”საჯარო სამსახურში შემუშავებულ იქნეს ზეპირი და წერილობითი გამოცდების მაქსიმალურად ერთნაირი სტანდარტები და პრინციპები (მაგალითად, საჯარო მოხელეთა ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდები, სადაც ერთ ნაწილი ყველასათვის სავალდებულო იქნება მეორე კი სპეციალიზაციის მიხედვით დაიყოფა), რომელიც სავალდებულო იქნება ყველა საჯარო უწყებისთვის. ყველა თანამდებობაზე კონკურსისთვის ჩამოყალიბდეს ძალიან ნათელი, გაზომვადი კრიტერიუმები, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მიკერძოების რისკი; შემუშავდეს საკონკურსო კომისიის დაკომპლექტების უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი პროცედურები; კონკურსის მიმდინარეობა, მისი შედეგები და დასაბუთება უნდა იყოს უფრო მეტად გამჭვირვალე, ინფორმაცია კი დაინტერესებული”, - აღნიშნულია კვლევაში.

კომენტარები