უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები

პეტრო პოროშენკოს გამარჯვება აშშ-ის პრეზიდენტმა და ევროპელმა ლიდერებმა მიულოცეს

www.telegraph.co.uk

უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს გამარჯვება შეერთებულ შტატების პრეზიდენტმა მიულოცა. პოროშენკოსთან სატელეფონო საუბრისას ბარაკ ობამამ ხაზი გაუსვა ქვეყანაში რეფორმების გატარების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ამერიკა უკრაინის დახმარებას გააგრძელებს.

პეტრო პოროშენკოს გამარჯვება გერმანიის კანცლერმაც მიულოცა. ანგელა მერკელმა არჩეულ პრეზიდენტთან ჩატარებული არჩევნები და ქვეყნის აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება განიხილა. 

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 25 მაისს ჩატარდა.

კომენტარები