უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები

პეტრო პოროშენკოს ერთ-ერთი მრჩეველი კახა ბენდუქიძე იქნება

უკრაინის არჩეული პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ერთ-ერთი მრჩეველი საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე იქნება. ბენდუქიძის თქმით, შეიქმნა ხუთკაციანი საბჭო, რომელიც თვეში ერთხელ შეიკრიბება და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს უკრაინისთვის და უკრაინის ეკონომიკისთვის.

"ვთვლი, უკრაინა დღეს ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, პრაქტიკულად ეკონომიკური პრობლემები მოზღვავებულია. თუ მე რაიმეს გაკეთება შემეძლება, აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებ. მოვუწოდებ ყველა ქართველს, ყველანაირად მხარი დავუჭიროთ უკრაინას", - განაცხადა ბენდუქიძემ.

არსებული ინფორმაციით, ბენდუქიძის გარდა, ხუთკაციან საბჭოში ორი კანადელი და ორი ამერიკელი მრჩეველი შედის.

კომენტარები