უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები

სააკაშვილი: მე არ ვაპირებ უკრაინაში ფორმალური თანამდებობის დაკავებას

დღეს, როდესაც უკრაინის მოსახლეობამ პირველად ასეთი ერთსულოვნებით აირჩია ცივილიზაციის დასავლური კურსი, მთელი რეგიონისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება უკრაინაში რეფორმების წარმატებას.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ გამოზარდა ახალგაზრდა რეფორმატორთა მთელი თაობა, რომელნიც მოწადინებულნი არიან, რომ ქართული რეფორმების გამოცდილების გაზიარებით დაეხმარონ უკრაინის ახალ მთავრობას, ახალი უკრაინის აშენებაში.

თუმცა მე არ ვაპირებ ფორმალური თანამდებობის დაკავებას, ჩვენი გუნდი, ათეულობით გამოცდილი ქართველი რეფორმატორი, უკვე მუშაობს კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში.

მთავრობასთან უკვე ვმუშაობთ ერთიანი საჯარო რეესტრის, ელექტრონული რეესტრების შექმნაზე და ასევე იუსტიციის სახლებზე, დავიწყეთ მუშაობა კიევის ახალ მერთან და უკრაინის ადგილობრივ რეგიონალურ ლიდერებთან.

უკრაინის რეფორმების წარმატება, დღეს, რეგიონში თავისუფლების დიდ გამარჯვებას ნიშნავს.

ეს კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი საქართველოსთვის.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს FACEBOOK-ის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.

კომენტარები