უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები

ენმ პეტრო პოროშენკოსა და ვიტალი კლიჩკოს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პეტრო პოროშენკოსა და ვიტალი კლიჩკოს გამარჯვებას ულოცავს.

"გვსურს, გულითადად მივულოცოთ გამარჯვება ჩვენს მეგობრებს - ერთი მხრივ, პეტრო პოროშენკოს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში და, მეორე მხრივ, ვიტალი კლიჩკოს კიევის მერის არჩევნებში. გვახსოვს, როდესაც საქართველოს უჭირდა, სწორედ უკრაინა იდგა ჩვენი დამოუკიდებლობისა და მთლიანობის სადარაჯოზე. გვჯერა, სულ მალე უკრაინელი და ქართველი ხალხი ერთად იზეიმებს გამარჯვებას თავისუფლებისა და ჩვენი შვილების მომავლისთვის ბრძოლაში. ჩვენ გვიყვარს უკრაინა და უკრაინელი ხალხი" - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, არჩევნების პირველივე ტურში პეტრო პოროშენკომ გაიმარჯვა. მან ხმების 54%-ზე მეტი მოაგროვა. მეორე ადგილზე იულია ტიმოშენკო გავიდა, ხმების 13%-ით. მესამეზე კი, 8.5%-ით, ოლეგ ლიაშკო.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, კიევის მერის არჩევნებში ვიტალი კლიჩკო იმარჯვებს. 

კომენტარები