უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები

პეტრო პოროშენკო: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები წელს უნდა ჩატარდეს

www.telegraph.co.uk

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, არჩევნების პირველივე ტურში პეტრო პოროშენკო იმარჯვებს, რომელმაც ხმების 54%-ზე მეტი მოაგროვა. მეორე ადგილზე იულია ტიმოშენკო გავიდა, ხმების 13%-ით. მესამეზე კი, 8.5%-ით, ოლეგ ლიაშკო.

კომისიამ ამ დროისთვის ბიულეტენების 40% დაამუშავა. ეს შედეგები ეგზიტპოლების მონაცემებს ფაქტობრივად ემთხვევა. სეპარატისტების მხრიდან წინააღმდეგობის გამო, არჩევნები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიის მხოლოდ ნაწილზე ჩატარდა.

მილიარდერი, კომპანია როშენისა და რამდენიმე სხვა მსხვილი ბიზნესისა და ტელეკომპანია მეხუთე არხის მფლობელი პეტრო პოროშენკო წინა მთავრობებში საგარეოს საქმეთა, ეკონომიკის მინისტრისა და უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტებს იკავებდა. მან კიევში საპროტესტო გამოსვლების დროს მხარი ევრომაიდანს დაუჭირა. მიმავალი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი პირველ საზრუნავი საომარო მოქმედებების შეწყვეტაა. პოროშენკო ასევე მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებების, მხოლოდ ორი პირობით - ყირიმის დეოკუპაციისა და ქვეყნის ევროპული არჩევანის აღიარების შემთხვევაში.

"პირველი ზომები, რასაც ჩვენი გუნდი მიღებს, ომის და ქაოსის შეწყვეტისკენ და მშვიდობის დამყარებისკენ იქნება მიმართული. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გაბედული მოქმედება მალე შედეგს გამოიღებს. პირველი ვიზიტით დონბასის რეგიონში ჩავალ, რათა იქ მცხოვრებ ადამიანებს მადლობა გადავუხადო სამოქალაქო ვალის შესრულებისთვის. დარწმუნებული ვარ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკვე წელს უნდა ჩატარდეს" - განაცხადა პოროშენკომ.

კომენტარები