საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში

ტიმოშენკო: ახალარჩეულ პრეზიდენტს ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ ომი შეაჩეროს

Yulia Tymoshenko

უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატი იულია ტიმოშენკო არჩევნების შედეგების წინასწარ მონაცემებს ეთანხმება. ამის შესახებ liga.net იუწყება. ტიმოშენკომ საკუთარ საარჩევნო შტაბში ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ახალ პრეზიდენტს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ქვეყანაში ომი შეაჩეროს.

"ახალარჩეულ პრეზიდენტს ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ ომი შეაჩეროს. ჩვენი გუნდი ხელისუფლების ყველა შტოს დაეხმარება. ამ არჩევნების მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ არჩევნები მაინც შედგა, იმის მიუხედავად, რომ რუსული მხარე მის ჩაშლას ცდილობდა", - აღნიშნა ტიმოშენკომ.

ტიმოშენკომ ყველა უკრაინელს მადლობა გადაუხადა, ვინც არჩევნებში ხმა მას მისცა. 

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ეგზიტპოლის თანახმად, პეტრო პოროშენკო 55%-ით ლიდერობს.

კომენტარები