საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში

ვიტალი კლიჩკო უკრაინის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

პარტია УДАР-ის ლიდერი ვიტალი კლიჩკო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო Unian ავრცელებს.

უკრაინის უმაღლესმა რადამ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად ოფიციალურად გამოაცხადა 2014 წლის 25 მაისი.

Unian-ის ინფორმაციით, ვიტალი კლიჩკომ თქვა, რომ ის თავის თავს უკრაინის ახალ მთავრობაში ვერ ხედავს. მისივე განცხადებით, ახალი მთავრობის დაკომპლექტებისას, მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი და მორალური პრინციპებისადმი ერთგულება იქნება.

უკრაინა ამჟამად დეფოლტის წინაშე იმყოფება, ცარიელია ხაზინა. ყოფილ მაღალჩინოსნებზე, მათ შორის - პრეზიდენტ იანუკოვიჩზე, მასობრივი მკვლელობის ბრალდებით ძებნაა გამოცხადებული.

 

კომენტარები