უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები

პუტინი: უკრაინის არჩეული პრეზიდენტი, შესაძლოა, გარდამავალი ფიგურა აღმოჩნდეს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის არჩეული პრეზიდენტი, შესაძლოა, გარდამავალი ფიგურა აღმოჩნდეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას ისაუბრა,

"უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგ ახალი კონსტიტუცია იქნება მიღებული. თუ ასეა, ასარჩევი პრეზიდენტი გარდამავალი ფიგურა იქნება. ან პირიქით, ის შეეცდება ძალაუფლების მაქსიმალური კონცენტრირების მოხდენას საკუთარ ხელში. როგორც ერთი, ისე მეორე სცენარი კავშირში იქნება ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ბრძოლის გამწვავებასთან", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინის თქმით, ლოგიკური იქნებოდა უკრაინაში ჯერ რეფერენდუმი ჩატარებულიყო და კონსტიტიცია შეცვლილიყო და ამის შემდეგ ჩატარებულიყო არჩევნები.

"ჩემი აზრით, ლოგიკური და უფრო საფუძვლიანი იქნებოდა, ჯერ ჩატარებულიყო რფერენდუმი, მიეღოთ კონსტიტუცია და შემდეგ ქვეყნის მთავარი ახალი კანონის საფუძველზე ჩატარებული არჩევნები", - თქვა პუტინმა.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ 23 მაისს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს პატივისცემით მოეპყრობა და ითანამშრომლებს არჩევნების შემდეგ არჩეულ ხელისუფლებასთან.

კომენტარები