უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები

დავით საგანელიძე უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება

fb/DavidSaganelidzeOfficial

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, PABSEC-ის ვიცეპრეზიდენტის რანგში, კიევში საპრეზიდენტო არჩევნებში სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გაემგზავრა.

საგანელიძე უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მიხეილ უკლებასთან ერთად კიევის მაიდანზე საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე საქართველოს მოქალაქეებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე პატივი მიაგო მაიდანზე დაღუპულების ხსოვნას.

25 მაისს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისას დავით საგანელიძე კიევის საარჩევნო უბნებს მოინახულებს და ბიულეტენების დათვლის პროცედურას დააკვირდება.

26 მაისს, 10:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობს ლიდერი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე მონიტორინგის შედეგებს ადგილობრივ და უცხოურ მედიას პრესკონფერენციაზე გააცნობს.

კომენტარები